პოსტები ტეგით “News”

bmu.li

bmuli_logoესე იგი, იშვიათად თუ მახარებს რაიმე ქართულ ვებში, თუმცა გუშინ ირაკლი შემომეხმიანა და თავისი ახალი პროექტის შესახებ შემატყობინა ეს არის სოციალური სერვისი სახელად ბმუ.ლი. რა საჭიროა ასეთი სერვისი? იხ. ციტირება სერვისის ვებ საიტიდან:



წარმოიდგინეთ, რომ Amazon.com-ზე იპოვეთ საინტერესო ფოტო-კამერა, და გნებავთ მეგობარს გაუგზავნოთ მასზე ლინკი SMS-ით. Amazon-ის მისამართები საკმაოდ გრძელია და დაახლოებით ასე გამოიყურება:

http://www.amazon.com/Canon-Digital-Camera-18-55mm-3-5-5-6/dp/B0012YA85A/ref=sr_1_1? ie=UTF8&s=photo&qid=1239587390&sr=1-1

ცხადია ამხელა მისამართს SMS-ში არავინ აკრეფს. ამიტომ, თქვენ შეგიძლიათ შეამოკლოთ ის bmu.li-ს საშუალებით, რის შედეგადაც მიიღებთ მოკლე მისამართს, მაგალითად: http://bmu.li/ss4 რომლის SMS-ით გაგზავნაც არანაირ პრობლემას აღარ წარმოადგენს.
bmu.li მხოლოდ SMS-ისთვის არ არის სასარგებლო. იგი შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველგან სადაც გრძელი მისამართების გაცვლა მოუხერხებელია: ფორუმებზე, ბლოგებზე, სოციალურ ქსელებში (ფეისბუკი, ოდნოკლასნიკი და სხვ.), ტვიტერში, იმეილში, გაზეთებში, რადიოს და სატელევიზიო რეკლამებში და გამოშვებებში ან თუნდაც მეგობრისთჳის ფურცლის ნაგლეჯზე მისამართის უცებ დასაწერად.

ყველაფერი ძალიან მარტივია. ამ სერვისის მეშვეობით შეგვიძლია წარმატებით დავამოკლოდ უსაშველოდ გრძელი და გაუგებარი URL – ები სულ რაღაც 10 სიმბოლომდე(http:// პრეფიქსის გამოკლებით) და გამოვიყენოთ უამრავ შემთხვევაში.

მოკლედ ძალიან, ძალიან სასარგებლო სერვისია რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ და იმედია სათანადოდ დავაფასებთ სულ ცოტა ხანში :)

ასევე მინდა ცოტათი გავთქვა ინსაიდერული ინფორმაცია და გითხრათ, რომ, სულ ცოტა ხანში კიდევ რამდენიმე საინტერესო სირპრიზი დაემატება სერვისს რაც კიდევ უფრო კომფორტულს გახდის მის მოხმარებას.

ასე რომ Hold on B-)

ტეგები:

jQuery – მორიგი დიდი აღიარება 2

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ რაც jQuery – ს დიდ აღიარებაზე დავპოსტე. ამ JavaScript ბიბლიოთეკას ჩემი ადვოკატობა ნამდვილად არ ესაჭიროება, მაგრამ, ამჯერად მისი აღიარების ძალიან მნიშვნელოვან ფაქტს აქვს ადგილი და არ შემიძლია არ დავწერო :)

jQuery – ს ოფიციალურ ბლოგზე ბოლო პოსტი ამ ღირსშესანიშნავ მოვლენას ეძღვნება: jQuery, Microsoft, and Nokia

Microsoft თავის ცნობილ ASP.NET Ajax ფრეიმვორკს სწორედ jQuery – თი გააფართოვებს და იგი გავრცელდება ვიჟუალ სტუდიოსთან ერთად. Nokia კი თავის Web Run-Time – ს გაამდიდრებს ამ ბიბლიოთეკით.

ასევე ამ თემას ეხება და ძალიან საინტერესოა GWTQuery(jQuery – ის მსგავსი იმპლემენტაცია) რომელიც GWT – ს ბოლო რელიზის პრეზენტაციის დროს აშკარად აქცენტირებული იყო :)

მანამდე რომ YUI – შიც დაამატეს ე.წ “query selector” – ის იმპლემენტაცია მაგაზე აღარაფერს ვამბობ… მთავარი ერთია, რომ ის მიდგომა რომელიც შეიმუშავა ჯონ რეზიგმა, დომინანტი აღმოჩნდა დღევანდელ JavaScript ბიბლიოთეკების გადატვირთულ ბაზარზე. არადა როგორ მწარედ მახსოვს რამდენჯერ მიკამათია მწარედ როგორც .Net – ის, ასევე GWT – სა და YUI – ს თაყვანისმცემლებთან jQuery – ის უპირატესობაზე… მაგრამ უშედეგოდ :D თუმცა როგორც იტყვიან აღდგომა და ხვალეო, დრომ ყველაფერი დაამტკიცა და თავის ადგილზე დააყენა…

Long Live jQuery :D

ტეგები: , ,

Cuil(a.k.a cool) vs Google Competition

დღეს Techcrunch – ზე გაჟღერდა ამ უცნაური სახელის მქონე ახალი საძიებო სისტემის შესახებ სახელად Cuil!

ვითომ მართლა გამოუჩნდა კონკურენტი Google – ს? ჯერჯერობით მართლა ადრეა ამ საკითხზე ლაპარაკი. რადგან შეუძლებელია სულ რაღაც რამდენიმე თვის შექმნილმა, და რამდენიმე საათის გაშვებულმა სისტემამ ასე უეცრად აჯობოს Google – ს ნაირ მონსტრს.

მაგრამ, როგორც დავად Cuil – ის ( :D ) საიტზე წერია:

Welcome to Cuil—the world’s biggest search engine. The Internet has grown. We think it’s time search did too.

ეს არის მსოფლიოს უდიდესი საძიებელი სისტემა… თუ ცოტა ხანი გაეთამაშებით მას, მიუხედავად სიმპატიურად დალაგებული რეზულტატებისა მას საკმაოდ ბევრი რამ აკლია :) თუმცა, ზოგადად, რამდენად მნიშვნელოვანია ეს მომენტი?

ჩემი პირადი აზრით და ღრმა რწმენით საჭიროა ისეთ მაღალხარისხიან მონსტრსაც ჰყავდეს კონკურენტი როგორიც არის ყველასათვის კარგად ცნობილი და “საყვარელი” Google. ალბათ კონკურენციის შანსები რეალურია რადგან ეს სისტემა სწორედ ექს გუგლერების მიერ არის შექმნილი!

Enjoy Cuil B-)

Updated: Cuil – ის ავტორი

Updated: ერთი საინტერესო დეტალი, ეხლა აღმოვაჩინე რომ, თუ რაიმე სიტყვას ან ფრაზას ვერ პოულობს სისტემა, მაქსიმუმ ნახევარ საათში იგივე სიტყვისთვის/ფრაზისთვის უკვე რეზულტატი გვხვდება… რა პრინციპით და რატომ ხდება ასე უცნობია :)

ტეგები:

IE8 Beta: M$ – ის ნაბიჯი წინ!

images_ie8betalogo.gif

გუშინ ჩემთვის ცნობილი გახდა რომ M$ – მა გამოუშვა IE8 Beta ვერსია, რომლის გადმოწერა შესაძლებელია ამ მისამართიდან.

სიმართლე ითქვას ძალიან გამეხარდა, მიუხედავად იმისა რომ დღესდღეობით არსებულ ბრაუზერებს შორის დომინირებენ IE6(სრული საძაგლობა) და IE7(შედარებით ნაკლები საძაგლობა), და მათ აღმოფხვრას წლები დასჭირდება მაინც ძალიან სასიხარულოა M$ – ის ასეთი პროგრესული ნაბიჯი.

მითითებულ ბმულებზე შეგიძლიათ ნახოთ თუ რა განახლებებია ამ ბრაუზერში, თუმცა გირჩევთ John Resig – ის დეტაულური მიმოხილვის წაკითხვას. სრულად »

ტეგები: ,

GeoKBD – TinyMCE Dedicated Plugin 0.1

tinymce.gif მაშ ასე, ვაგრძელებ GeoKBD – სთან თამაშს :) ამჯერად შევქმენი ცნობილი WYSIWYG რედაქტორის TinyMCE – ს პლაგინი. მართალია GeoKBD – ს მასზე მიბმა არ წარმოადგენს არც პლაგინის გარეშე პრობლემას, მაგრამ როგორც ჩანს პლაგინის არსებობა გარკვეულწილად უფრო კომფორტულს ხდის ამ სკრიპტის მოხმარებადობას.

პლაგინის დაარქივებული ვერსიის გადმოწერა შესაძლებელია SVN რეპოზიტორიდან.

რაც შეეხება ინსტალაციას… სრულად »

ტეგები: ,

way2web2.com – ახალი ტექნიკური ბლოგი ქართულ ვებში

way2web2.gif ამ რამდენიმე დღის წინათ გაიხსნა კიდევ ერთი ქართული ბლოგი რომელიც ზოგადად ვებ სკრიპტინგთან(და არა მარტო) არის დაკავშირებული. ძალიან ძალიან სასიხარულოა ჩემთვის ეს ფაქტი, რადგან რაც მეტი იქნება ასეთი ტიპის რესურსები მით უფრო ეფექტურად მოხდება ცალკეული დეველოპერების მიერ დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის ერთის მხრივ გაცვლა, ხოლო მეორეს მხრივ სხვა დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება.

ის თემატიკა რაც აღნიშნულ ბლოგზე განიხილება უცხო და თითქმის უცნობია ქართული ვებისათვის და ჩემის აზრით დროული და საჭირო იყო ასეთი ტიპის რესურსის გახსნა.

თამამად შემიძლია ამ რესურსისათვის რეკომენდაციის გაწევა ამ სფეროს ნებისმიერი რანგის მოღვაწისათვის.

ვულოცავ მის ავტორს ამ პროექტის დაწყებას და გულით ვუსურვებ წარმატებებს!

ENJOY: http://www.way2web2.com/

ტეგები: