პოსტები ტეგით “News”

GeoKBD 0.3 – Rich Editor Support Completed!

ამჯერად WYSIWYG რედაქტორების მხარდაჭერა რეალიზებულია IE6/7 – ისათვის, შედარებით მახინჯი გამოსავალის მოძებნა გახდა ამისათვის საჭირო, თუმცა ეს არ არის ამ ეტაპზე მთავარი. ამიერიდან GeoKBD – ს ინტეგრაცია თავისუფლად შესაძლებელია WYSIWYG ტიპის რედაქტორებთან. მაგალითები შეგიძლიათ იხილოთ ამ გვერდზე.

ასევე ამ რელიზში შესულია კიდევ ერთი გაუმჯობესება, ქართული კლავიატურის ჩართვა გამორთვისათვის უბრალოდ საკმარისია “~” ღილაკის გამოყენება, ე.წ. checkbox ელემენტი საჭირო აღარ არის, თუმცა მისი გამოყენება კვლავ შეიძლება და სკრიპტს მუშაობაში ხელს არ უშლის.

განახლებული ვერსიის გადმოწერა შეგიძლია SVN – იდან

ტეგები: ,

GeoKBD 0.2.1 – Rich Editor Support

GeoKBD – ს მორიგი განახლება მოიცავს ე.წ. Rich Editor(wysiwyg) – ინტეგრაციას, ამჯერად მისი მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერ ასეთ ედიტორში ქართულად წერა.

მართალია ჯერ ნედლი და დაუხვეწავი გადაწყვეტაა მაგრამ მთავარია მუშაობს. განახლების გადაწერა ცხადია შესაძლებელია SVN რეპოზიტორიდან.

ამჯერად სკრიპტი გატესტილია შემდეგ ბრაუზერებში:

  • Safari Mac OS X
  • Opera
  • Mozilla FireFox

სკრიპტს დაემატა ერთი ახალი მეთოდი mapIFrame რომლის მეშვეობითაც შეძლებთ ედიტორში ქართულად წერის შესაძლებლობის რეალიზაციას.
მისი მიბმა ედიტორზე შეგიძლიათ განახორციელოდ შემდეგი ჯავასკრიპტ კონსტრუქციით:

window.onload = function() {
	GeoKBD.mapIFrame('myEditorId');
        //სადაც 'myEditorId თქვენი კომპონენტის იდენტიფიკატორია!
}

არსებული მუშა მაგალითი შესაძლებელია იხილოთ ამ მისამართზე.

P.S.
ექსპერიმენტის სახით მოვსინჯე და GeoKBD ავამუშავე TinyMCE – სთან.

ტეგები: ,

jQuery – მორიგი დიდი აღიარება

ყველასათვის თუ არა, დეველოპერთა დიდი ნაწილისათვის ძალიან კარგად არის ცნობილი http://code.google.com სერვისი… ეს არის Google – ს ერთერთი ძალიან სასარგებლო რესურსი რომელიც გვთავაზობს უფასო ე.წ. პროექტების ჰოსტინგს…

თუმცა, დღეს სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩი როდესაც ამ რესურსზე შესვლისას აღმოვაჩინე, რომ იგი მთლიანად გადაკეთებულია… თვალშისაცემი იყო ახალი გადამუშავებული და დახვეწილი ინტერფეისი… ცხადია სულმა წამძლია და ჩავიხედე სორსში, ძალიან გამიკვირდა რომ მასში აღმოვაჩინე jQuery.js ფაილი.

ცოტაოდენი დაძებნის შემდეგ მოვხვდი ამ პროექტის ბლოგზე, და წავაწყდი ამ პოსტს: My How We’ve Grown

სადაც ყურადღება მიიპყრო შემდეგმა მოანკვეთმა:

And we’re pleased to use jQuery, the wonderful open source JavaScript library (not ours, we’re just fans), to help power each page. Stay tuned — over the upcoming weeks we’ll offer detailed articles and tutorials about how we built the various parts of Google Code using open technologies.

ფრიად სასიამოვნო ფაქტია ამ შესანიშნავი და ჩემის აზრით ყველაზე პროგრესული ბიბლიოთეკის მომხმარებელთათვის :)

ტეგები: ,