პოსტები ტეგით “Objective-C/Cocoa”

LinGEO – Now on iTunes!

Picture 14 აღესრულა! დღეს დილიდან ლაშამ ძალიან კარგი ამბავი შემატყობინა, ჩვენმა აპლიკაციამ Apple – ს კაბალური შემოწმების პროცესი წარმატებით გაიარა და დღეიდან უკვე LinGEO ოფიციალურად არის დამატებული Apple AppStore – ში, შესაბამისად ვისაც გაქვთ iTunes ანგარიში თამამად შეგიძლიათ გადმოწეროთ აპლიკაცია და დააინსტალიროთ თქვენს iPhone – ზე. კიდევ ერთხელ განასკუთრებული მადლობა ლაშას აპლიკაციის დასრულებისა და მისი გაუმჯობესებისათვის, ასევე იმ რთული პროცესის წარმატებით გავლისათვის რასაც აპლიკაციის AppStore – ში განთავსებას ახლავს თან! ასევე დიდი მადლობა Toto – ს შესანიშნავი რჩევებისა და გაუმჯობესებებისათვის და გიორგი(Flyer) კვიჟინაძეს ლოგოს შექმნისათვის!

ტეგები: , ,

LinGEO ინგლისურ/ქართული ლექსიკონი iPhone – სთვის

Screen shot 2009-09-22 at 7.01.54 PMროგორც იქნა ერთ წლიანი პაუზის შემდეგ ჩემს მიერ დაწყებულმა და შემდგომ მიტოვებულმა პროექტმა – LinGEO შეიძინა პროდუქტის სახე და ახლა უკვე მომხმარებლებს შეუძლიათ მისით სარგებლობა.

პირველად ეს პროექტი გავახმაური ერთი წლის წინ როდესაც მას ჯერ კიდევ ერქვა LinGO, მას შემდეგ ვეღარ გამოვნახე შესაბამისი რესურსი რომ მიმეყვანა ეს პროექტი ბოლომდე. სულ ახლახანს როდესაც კვლავ გადავწყვიტე აქტიური ბლოგერობა და ზოგადად ოპენ სორს პროექტებზე მუშაობის გაგრძელება, გავხსენი ამ პროექტის საწყისი კოდიც(იხ. LinGEO on GitHUB). ამის მიზეზი ერთის მხრივ იყო ჩემი სურვლი რომ დამესრულებინა პროექტი, ხოლო მეორეს მხრივ ჩემი კოლეგისა და მეგობრის ლაშა დოლიძის დაინტერესება.

კოდის გახსნიდან სულ რაღაც სამი კვირის შემდეგ სახეზე გვაქვს უკვე დასრულებული პროექტი. ამისათვის განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ლაშას რომლის უშუალო დამსახურებაც არის ამ პროექტის საბოლოო პროდუქტად ქცევა. გარდა უმნიშვნელოვანესი პროგრამული დეტალების დახვეწისა მან განათავსა პროდქუტი Apple – ს App Store – ში(პროგრამა ამჯერად მოლოდინის რეჟიმშია და ველით დასტურს), ასევე შექმნა Cydia – ს რეპოზიტორი არაოფიციალური iPhone – ს მომხმარებელთათვის.

ასევე მინდა მადლობა გადავუხადო Toto – ს შესანიშნავი კომენტარებისა და შენიშნვებისათვის რომელიც გააკეთა ამ პროდუქტთან დაკავშირებით.

ტეგები: , , , ,

LinGO – ინგლისურ/ქართული ლექსიკონი iPhone – სთვის

რამდენიმე დღით ქალაქიდან ვიყავი გასული, და როგორც იქნა მოვიცალე iPhone SDK – სთვის. რამდენიმე დღიანი ექსპერიმენტების შემდეგ პირველი რეალური აპლიკაცია შევქმენი :)

ძალიან აზარტული პროცესი აღმოჩნდა iPhone – სთვის წერა. მართალია iPhone SDK არ იძლევა აპლიკაციების წერის ისეთ კომფორტს როგორც ეს ჩვეულებრივი Mac OS X – ისთვის წერის დროს გვაქვს, მაგრამ თუ დამიჯერებთ მაინც საკმაოდ სასიამოვნო პროცესი აღმოჩნდა :)

ამჯერად არ შეგაწყენთ თავს Objective-C – ს და Cocoa Touch – ის დეტალებზე საუბრით. თუმცა ეს ძალიან საინტერესო თემაა და იმედია გამოვნახავ დროს და ამ თემის ირგვლივ შეძლებისდაგვარად საინტერესო პოსტებს შემოგთავაზებთ.

რაც შეეხება პროდუქტს იგი ფუნქციონალურად აბსოლუტურად გამართულია, არ აღენიშნება ბაგები და მუშაობს სტაბილურად. უახლოვეს დღეებში, როდესაც ისევ მოვიცლი, აუცილებლად დავდებ მისი ინსტალაციის ინსტრუქციას.

ჯერჯერობით მხოლოდ iPhone – ს სიმულატორშია გატესტილი, მე კი სამწუახაროდ iPhone – ზე ოპერაციული სისტემის 1.3 ვერსია მიყენია. iPhone SDK კი მხოლოდ ოპერაციული სისტემის 2.0 ვერსიას ითვალისწინებს :(

ამიტომ როგორც კი შევძლებ ტელეფონზე რეალური ტესტირების ჩატარებას, მაშინათვე ხელმისაწვდომს გავხდი ამ პროდუქტს.

მანამდე კი შეგიძლიათ ეს სურათები დაათვალიეროთ და გამიზიაროთ თქვენი მოსაზრებები :)

ტეგები: , , ,