პოსტები ტეგით “PHP”

RoR – ის მამა PHP – აქებს?

ძალიან უცნაური, მოულოდნელი და საინტერესო ბლოგ პოსტი(მადლობა გიორგის) წავიკითხე…

ბევრი წერით არ შეგაწყენთ თავს. უბრალოდ ვიტყვი რომ ეს პოსტი ეკუთვნის თავად David Heinemeier Hansson ცნობილი ფრეიმვორკის Ruby on Rails – ის ავტორს!

The immediacy of PHP

I’ve been writing a little bit of PHP again today. That platform has really received an unfair reputation. For the small things I’ve been used it for lately, it’s absolutely perfect.

I love the fact that it’s all just self-contained. That the language includes so many helpful functions in the box. And that it managed to get distributed with just about every instance of Apache out there.

For the small chores, being quick and effective matters far more than long-term maintenance concerns. Or how pretty the code is. PHP scales down like no other package for the web and it deserves more credit for tackling that scope.

ჩემის აზრით ფრიად საინტერესო და საღი დამოკიდებულებაა PHP – სადმი :D

ტეგები:

PHP: callback ფსევდო ტიპი

PHP – ში არსებობს ე.წ. ფესევდო ტიპის ცნება. ფსევდო ტიპები რამდენიმეა და ერთერთი ყველაზე საინტერესო მათ შორის არის callback ფსევდო ტიპი.

ცნობილია რომ ამ ენაში, მთელ რიგ ფუნქციებს შესაძლებელია callback პარამეტრები გადავცეთ, რომელიც უმეტეს შემთხვევაში წარმოადგენს ჩვეულებრივ PHP ფუნქციის(ან თავად ენაში არსებული, ან ჩვენს მიერ შექმნილი) სახელს. თუმცა დოკუმენტაციაში მითითებულია რომ გარდა ფუნქციებისა შესაძლებელია გადავცეთ ასევე კლასის როგორც სტატიკური ასევე არასტატიკური მეთოდები. სრულად »

ტეგები:

Registry პატერნი, array_map და ტექსტში შაბლონით ძებნა

ამ დღეებში ვატარებდი მცირე ექსპერიმენტებს ტექსტში შაბლონებით ძიებაზე, და მცირე სასარგებლო აღმოჩენები გავაკეთე. ჩემი ამოცანა მდგომარეობდა იმაში რომ ტექსტში მომეძებნა გარკვეული ფრაგმენტები და შემდეგ ჩამენაცვლებინა ისინი სხვა მნიშვნელობებით, ეს მნიშვნელობები კი სისტემის გლობალური ცვლადები იყო. ფრაგმენტებს ტრადიციული სახე მივეცი რადგან შაბლონებით ძიება მარტივი ყოფილიყო, ანუ რაღაც ამის მსგავსი {var:encoding}, ყველასათვის ცნობილი და მიღებული ფორმით… სრულად »

ტეგები: ,

PHP 4 end of life announcement – მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს!

მართალია მოგვიანებით მაგრამ მაინც უნდა შევეხო ამ ფაქტს და გამოვხატო ჩემი როგორც PHP დეველოპერის უსაღვრო სიხარული მომხდარის გამო.

PHP – ს ოფიციალურ საიტზე პირველსავე გვერდზეა გამოქვეყნებული ეს ინფორმაცია. გამომდინარე იქედან რომ არ ვიმყოფებოდი თბილისში და არანაირად არ მიმიწვდებოდა ხელი ინტერნეტზე ამ ფაქტის შესახებ ძალიან გვიან შევიტყვე, თუმცა ნამდვილად ღირებული და ჩემთვის პირადად ძალიან სასიხარულო განცხადებაა რადგან ამ დღეს დიდი ხანი ველოდი.

მაშ ასე => მეფე მოკვდა! გაუმარჯოს მეფეს! :D

სრულად »

ტეგები:

PHP კლასის კონსტრუქტორი

სრულიად შემთხვევით PHP – ს კლასის კონსტრუქტორის ძალიან უცნაურ ქცევას წავაწყდი და ცოტა არ იყოს გამიკვირდა. ის რომ PHP – ს ობიექტზე ორიენტირებული მხარე არასრულფასოვანია ამას ბევრი მტკიცება აღარ ესაჭიროება, ასევე კონსტრუქტორების მუშაობის პრინციპი და კლასების ინიციალიზაციის დეტალებიც განსხვავდება ჯავას კონსტრუქტორებისაგან და კლასების ინიციალიზაციისაგან.

ეს დეტალები არ არის ახალი და მეც მეტნაკლებად დარწმუნებული ვიყავი რომ ამომწურავად ვიცოდი, თუმცა შემთხვევით წავაწყდი ერთ ისეთ დეტალს რასთანაც აქამდე შეხება არ მქონია.
სრულად »

ტეგები:

ფაილების მისამართებთან მუშაობა PHP – თი

ფაილების მისამართებთან მუშაობა PHP – თი საკმაოდ მარტივია, თუმცა ისეთ შემთხვევებში როდესაც ინტენსიურად არის საჭირო ფაილებთან დაკავშირებული ოპერაციების შესრულება ჩემთვის ძალიან დამღლელი და არასასიამოვნო პროცესია მუდმივად ერთი და იგივე ფუნქციების გამოყენება და განმეორებადი ოპერაციების შესრულება. გარდა ამისა ფაილების მისამართები განსხვავდება პლატფორმებს შორის (იგულისხმება windows და unix სისტემები). არსებული პრობლემები არცთუ ბევრია თუმცა მუდმივად მათი გათვალისწინება მოსაბეზრებელია, რაც თავისუფლად შესაძლებელია ავირიდოთ თავიდან ერთი უნიფიცირებული მეთოდის ჩამოყალიბებით. სრულად »

ტეგები: