აჟიტირებული ვარ სრული ამ სიტყვის მნიშნველობით… ასეთ რამეს მართლა არ ველოდი და ხელი მქონდა დიდი ხანია ჩაქნეული… ამასწინათ იკას ბლოგზე ვნახე პოსტი სათაურით: Breakthrough: Java Implementation of PHP5 თავისთავად დამაინტერესა(რატომღაც), დღეს გამოვნახე დრო და გავტესტე… სიმართლე უნდა ითქვას შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა…
PHP და Java ერთად? რაოდენ ირონიულადაც არ უნდა ჟღერდეს თურმე ეს შესაძლებელია. რა საჭიროა? მიჭირს კონკრეტული მაგალითის მოყვანა, თუმცა გავიხსენებ ერთი წლის წინანდელ შემთხვევას როდესაც ერთერთი მეგა კომპანიის(არა ქართული) რეპორტინგის სისტემაზე მუშაობისას როცა სკრიპტინგი აღმოჩნდა საჭირო(ამას გააჩნდა საფუძვლიანი მიზეზი) როგორ ვნატრობდი რომ Groovy – ის ნაცვლად PHP – ზე შემძლებოდა წერა… თუმცა ამის შესაძლებლობა მაშინ არ მომეცა.
მიუხედავად იმისა რომ ეს ძრავი ჯერ არ მუშაობს ბევრისათვის კარგად ნაცნობ Tomcat – ზე მიმაჩნია რომ არც ეს არის შორეული პერსპექტივა… რაც შეეხება ტესტირების შედეგებს…
სრულად »