ესე იგი მინდოდა თუ არ მინდოდა ირაკლი ნადარეიშვილმა მიბიძგა და ქართული კლავიატურის სკრიპტი დავწერე…
სკრიპტი ძალიან მარტივია, და მისი მიბმა შეგიძლიათ ნებისმიერ ტექსტურ ველზე, ასევე მას აქვს ქართული კლავიატურის ჩართვისა და გამორთვის მხარდაჭერა. სიმბოლოების ტრანსლირებისათვის გამოვიყენე ირაკლის მიერ წლების წინ შემუშავებული ალგორითმი (ორიგინალი შეგიძლიათ იხილოთ აქ)
სკრიპტის მუშა მაგალითი შეგიძლიათ იხილოთ ამ მისამართზე
სკრიპტის უახლესი ვერსიის გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან
რა უპირატესობები აქვს ამ სკრიპტს? იგი არის პატარა, კოდი არის ძალიან მარტივი და გასაგები, არ აბინძურებს ვებ აპლიკაციის სკოუპს რადგან იგი მთლიანად არის ენკაპსულირებული თავისსავე სკოუპში რაც არის იმის გარანტია რომ მისი გამოყენება შეგიძლია მარტივად და უსაფრთხოდ თუნდაც სხვა ანალოგიური დანიშნულების სკრიპტებთან ერთად.
ასევე საგულისხმოა ის რომ String ობიექტს ემატება ორი მეთოდი ესენია:
- translateToKA() – მეთოდი რომელსაც შეუძლია ნებისმიერი სტრიქონის პირდაპირ გადაყვანა ქართულ უნიკოდში. რაც ნიშნავს იმას რომ ამ მეთოდის გამოყენება თამამად შეგიძლიათ თქვენს სკრიპტებში.
მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ შემდეგნაირად:
var str = "es aris nebismieri teqsti"; alert(str.translateToKA()); //ან პირდაპირ ასე alert("es aris text literali".translateToKA()); - pasteTo([html form element]) – რომელსაც პარამეტრად გადაეცემა ფორმის ელემენტი. ეს მეთოდი ტექსტის კოპირებას ახდენს ან პირდაპირ თუ ელემენტის მნიშვნელობა ცარიელია, ან იმ ადგილას სადაც ზის კურსორი, ან ჩაანაცვლებს მონიშნულ ტექსტს ახალი ტექსტით.
მეთოდის გამოყენება შეგიძლიათ შემდეგნაირად:
var str = "es aris nebismieri teqsti"; str.translateToKA().pasteTo(document.forms['my-form-name']['my-field-name']);
კოდი ვრცელდება MIT ლიცენზიით
/*
* GeoKBD 0.1 - Georgian keyboard and text convertation library
*
* Copyright (c) 2007 Ioseb Dzmanashvili (http://www.code.ge)
* Licensed under the MIT (http://www.opensource.org/licenses/mit-license.php)
*/