პოსტები ტეგით “Uncategorized”

ქართული ტერმინოლოგია – დილემა

მინდა გაგიზიაროთ ჩემი გულისტკივიული ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში არსებული ქართული ტექნიკური ტერმინოლოგიის შესახებ რომელმაც ბოლო კვირების მანძილზე არცთუ ცოტა დრო წამართვა და შეიძლება ითქვას ჩემი მცდელობები მთელი რიგი ტერმინებისა თუ ფრაზების ქართულად თარგმნასთან დაკავშირებით სრული კრახით დასრულდა.

პრობლემა თავისთავად რთულია და ერთის მხრივ შესაძლებელია რომ ამ პრობლემას ჩემი მხრიდან ქართულის არასათანადო ცოდნაც ამძაფრებს… მაგრამ… ეგება ვინმემ მიმითითოს ავტორიტეტულ წყაროზე ან ჯგუფზე ვინც ამ ტერმინების თარგმნით არის დაკავებული? კი ვიცი რომ ითარგმნება მთელი რიგი პროგრამული პაკეტები არსებობს გაქართულების ჯგუფები და ა.შ. მაგრამ მოდით რეალურად შევხედოთ პრობლემას. ერთია როდესაც თარგმნი “checkbox” – ს და მას არქმევ თოლიას(ჩემთვის სრულიად წარმოუდგენელი თარგმანია და ალბათ შინაგანად ვერასოდეს დავძლევ ბარიერს და ვერ გამოვიყენებ ამ ტერმინს), მაგრამ, მეორეა როდესაც უნდა თარგმნო ამ სფეროში დამკვიდრებული ისეთი სიტყვები და ფრაზები რომლებსაც განსაკუთრებული მნიშნველობა აქვთ შეძენილი კონტექსტიდან გამომდინარე.

ქვემოთ ჩამოვწერ ჩემის აზრით პრობლემურ სიტყებსა და ფრაზებს და ძალიან მოხარული ვიქნები თუ მცირედიც მაინც დამეხმარებით მათ თარგმნაში.

ჩემს შემთხვევაში პირველი და ყველაზე მნიშნველოვანი ფრაზა რის თარგმნასაც რამდენიმე წელია ვცდილობ და ვერაფრით ვერ მოვახერხე არის Content Management System(CMS). CMS – ის თარგმნა რამდენჯერმე ვთხოვე ქართულის ჩემზე გაცილებით უკეთ მცოდნე პიროვნებებს… თუმცა რა შედეგი მივიღე? არაფერი! და რატომ? პირველ რიგში Content – ის თარგმანის სავარაუდო ვარიანტებია “შინაარსი, შიგთავსი, არსი და ა.შ.” როგორც არ უნდა ვუტრიალოთ ამ სიტყვის ასეთი თარგმანი აბსოლუტურად არაფერს არ გვაძლევს, და რატომ? იმიტომ რომ კონკრეტულად “Content Management System” – ის კონტექსტში ეს სიტყვა მოიცავს გაცილებით მეტს ვიდრე უბრალოდ შინაარსს, კერძოდ კი კონტენტი ეს არის კომპლექსური მონაცემის ტიპი რომელსაც გააჩნია აზრი(meaning) და კონტექსტი. პირობით მაგალითად რომ განვიხილოთ ამ ბლოგის პოსტები, აღმოვაჩენთ რომ თითეულ ბლოგ პოსტს გარდა თავად პოსტისა გააჩნია სხვადასხვა ატრიბუტები(სათაური, გამოქვეყნების დრო, კატეგორა/კატეგორიები(შეიძლება განვიხილოთ როგორც კონტექსტი), ავტორი და ა.შ. გამომდინარე აქედან ბლოგ პოსტი ზოგადად არის სპეციფიური კონტენტის ტიპი. ახლა ისმის კითხვა შესაძლებელია რომ ცალკეულ ბლოგ პოსტს ვუწოდოთ მარტივად შინაარსი ან შიგთავსი? არ ვიცი მე პირადად ვერანაირ ასოცირებას ვერ ვახერხებ კონტენტთან… თუ ვცდები შემისწორედ ამით ძალიან გამახარებთ…

და რა მოხდება თუ წერისას ან საუბრისას უბრალოდ გამოვიყენებთ ფრაზას “კონტენტის მენეჯმენტის სისტემა”? რა დაშავდება ამითი? ხომ არ ჯობია თარგმნის ნაცვლად თამამად გამოვიყენოთ ასეთი პრობლემური სიტყვები/ფრაზები რომლებმაც ინდუსტრიაში გარკვეული გავრცელება ჰპოვა და სპეციფიური დატვირთავა შეიძინა? თუ ამ საკითხთან დაკავშირებით გაგიჩნდებათ პროტესტის გრძნობა, აბა მითხარით როგორ გადათარგმნით “Enterprise Java Beans(EJB)”? არა მითხრას ვინმემ? ვთარგმნოთ პირდაპირ? და იცით რას მივიღებთ?

Enterprise Java Beans(EJB) – საწარმოო ყავის მარცვლები აი ვინმემ მითხრას ახლა რა შუაშია საწარმოო ყავის მარცვლები?

თუ წინა ორი მაგალითი არ არის საკმარისი აბა სცადეთ თარგმნოთ “widget“, ძალიან მაინტერესებს როგორ უნდა ითარგმნოს ეს სიტყვა რომელიც ვების კონტექსტში შეიძლება განვმარტოთ როგორც – Interactive mini application that delivers content and functionality to the user. თუმცა კონტექსტიდან გამომდინარე ვიჯეტს სხვა განმარტებებიც გააჩნია…

მოკლედ ეს არის ის მცირედი რაც დღეს შემიძლია ვთქვა, თუმცა შეძლებისდაგვარად შევეცდები უფრო მეტი დავწერო ამ საკითხის ირგვლივ. იმედი მაქვს ამ ტკივილს გარკვეული რჩევებით გამიქარწყლებთ :)

ტეგები:

YouTube EDU და ბევრი საინტერესო მასალა პროგრამისტებისათვის

youtubeedu-215x53 დღეს YouTube – მ დასტარტა ახალი სევერისი YouTube EDU. ეს არის შესანიშნავი საგანმანათლებლო რესურსი რომელზეც უკვე შესაძლებელია არაერთი შესანიშნავი ლექციისა თუ ლექციების კურსის ნახვა.

ძალიან გამეხარდა და მომეწონა რომ აღნიშნულ რესურსზე წარმოდგენილია ისეთი მოწინავე ტექნოლოგიური უნივერსიტეტების სასწავლო მასალა როგორიც არის მაგ. MIT.

ძალიან დიდი დრო არ დამიხარჯავს, თუმცა მოვასწარი MIT – ის გვერდზე განთავსებული კურსის MIT 6.046J / 18.410J Introduction to Algorithms (SMA 5503) პირველი ლექციის მოსმენა და მინდა გითხრათ რომ უსაზღვროდ მომეწონა. საოცარი ლექტორია საოცარი გადმოცემის უნარითა და ლექციის წაყვანის მანერით.

გარდა მაგ კურსისა თუ დაძებნით სხვა უამრავ საინტერესო მასალასაც მიაგნებთ.

enjoy :)

ტეგები:

საინტერესო ვაკანსია jobs.ge – ზე :D

მიუხედავად იმისა რომ სამსახურს არ ვეძებ მაინც საკმაოდ ხშირად ვსტუმრობ jobs.ge – ს. ამას მარტივი მიზეზი აქვს, მაინტერესებს თუ რა ტიპისა და რანგის ვაკანსიებია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში. თუმცა ზოგჯერ მართლა გასაოცარ მარგალიტს შეიძლება წააწყდე :D

მოკლედ ერთ ასეთ ვაკანსიას წავაწყდი დღეს:

IBS (Integrated Business Solutions) is a Georgian official business partner of 1C and business partner of 1C-bitrix, the software business firm offering automated business systems. IBS is pleased to announce a vacancy for for the full-time position of Web Programmer/Designer.

Responsibilities:

** Learn 1C-bitrix software solutions
** Prepare the sites in compliance with 1C-bitrix and according to the client demand
** Carry out all duties defined by the Manager on time.

Requirements:

** Relevant higher education (preferably in web design field)
** At least 6 months work experience as a Web Programmer/Designer
** Knowledge of the following program languages: HTML, GSS, JavaScript, PHP, Ajax, Asp.Net
** Excellent knowledge of Russian language (ability to analyze Russian texts and strong knowledge of spoken Russian)
** English language knowledge is desirable
** Strong sense of responsibility, organized person
** Programming skills
** Ability to work in a team
** Time management skills.

მისამართი: http://www.jobs.ge/17376/

რითი მიიქცია ამ ვაკანსიამ ყურადღება? :D ჩამოთვლილი პუნქტებიდან ორმა ფრიად მომხიბლა:

** Relevant higher education (preferably in web design field)

ისა რომელ უმაღლესში ასწავლიან ამას? :D შეიძლება ასწავლიან და არ ვიცი თუ მეტყვით კარგი იქნება :D

** Knowledge of the following program languages: HTML, GSS, JavaScript, PHP, Ajax, Asp.Net

ესე იგი Knowledge of the following program languages როგორ უნდა გავიგოთ? პროგრამის ენები? ეგება პროგრამირების ენები უნდა იყოს? :D

კიდევ საინტერესოა GSS რომელი “პროგრამის” ენაა? :D

ასევე საინტერესოა Ajax პროგრამისა თუ პროგრამირების ენაა? ან ენაა საერთოდ? :P

ტეგები:

ქართული Tech(ნოლოგიური) ბლოგები

თითქმის წელიწად ნახევარი გავიდა მას შემდეგ რაც ქართული ტექნოლოგიური ბლოგების სიმცირის შესახებ დავწერე. რა შეიცვალა მას შემდეგ? სამწუხაროდ მინდა ვაღიარო რომ განსაკუთრებული არაფერი არ შეცვლილა. ამ დროის მანძილზე გამოჩნდა რამდენიმე ასეთი ბლოგი მაგრამ მხოლოდ რამდენიმე :(

რა გვჭირს? რატომ ვართ ასეთი ჩაკეტილები და რატომ არ ვწერთ? მესმის, ძალიან კარგად მესმის დროის სიმცირის ფაქტორი, მაგრამ, როგორ ახერხებენ ამ სფეროში ცნობილი დასავლელი კოლეგები თავიანთი ძირითადი საქმეების, კონფერენციებისა და სხვა აქტივობის პარალელურად ბლოგერობას? რატომ ვერ ვღებულობთ ჩვენ ამ შესანიშნავ საშუალებას ისე როგორც ეს ხდება სხვაგან? არა, არ იფიქროთ რომ ვინმეს ჭკუას ვარიგებ და ა.შ. სპეციალურად ვწერ მრავლობით რიცხვში და ჩემს თავსაც მოვიაზრებ როდესაც ვწერ “ჩვენ”. მინდა გითხრათ რომ ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს ბლოგზე თუნდაც იშვიათად წერა, მცირე მაგრამ შეძლებისდაგვარად სასარგებლო საქმის კეთება GeoKBD – ს სახით და ა.შ. მაგრამ არც ეს მგონია საკმარისი.

დაახლოვებით 2005 წლიდან გავხდი ბლოგების აქტიური მკითხველი, შედარებით მოგვიანებით მე თვითონ დავიწყე წერა და რა მივიღე ამ წლების მანძილზე? რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი რამ: 1) მივიღე უზარმაზარი ცოდნა ისეთი ადამიანებისგან რომლებსაც არ ეზარებათ საკუთარი გამოცდილების გაზიარება; 2) ვისწავლე უკეთ წერა(არასოდეს არ გამოვირჩევოდი კარგი წერით და ძალიან ბევრი ხარვეზი მაქვს ამ მხრივ დღესაც) და აზრის უკეთ გადმოცემა; 3) დავინახე რომ თუნდაც ის მცირედი რასაც ამ ბლოგის მეშვეობით ვაკეთებ თურმე სასარგებლოც კი ყოფილა სხვა ადამიანებისთვის.

რა ვქნათ ახლა? კიდევ ერთხელ გავაკეთო მოწოდება? :D მოგიწოდებთ! კატეგორიულად მოგიწოდებთ! ჩვენ თავად თუ არ გავაუმჯობესეთ და არ შევცვალეთ ატმოსფერო ამ სფეროში, თუ არ გავხდით უფრო გახსნილები და ვიქნებით ასეთი კარჩაკეტილები ყოველთვის 10 წლით უკან ვიქნებით რაც დამეთანხმებით რომ ძალიან არასასიამოვნოა :D

P.S.
რამდენიმე ბლოგი რომელიც ამ პერიოდის მანძილზე შეიქმნა:

Georgian Game developers unite!
ActionScript.GE
გოდეს ინტერნეტ დავთარი
Blog for web developers
LedTechDesign

მეტი ახალი ბლოგები არ ვიცი და თუ მომაწოდებთ დიდად დამავალებთ :)

ტეგები:

გილოცავთ ახალ წელს! :)

ყველას გილოცავთ ახალ 2009 წელს! გისურვებთ ბედნიერებას, სიხარულს და წარმატებას ნებისმიერ ასპარეზზე!

ვისურვებდი რომ 2009 წელი ყოფილიყოს 2008 – ზე გაცილებით უკეთესი. ჩემთვის პირადად გასული წელი ძალიან ცუდიც იყო და ძალიან კარგიც, არც კი ვიცი რომელი ჭარბობს მაგრამ ვისურვებდი რომ ის ცუდი რაც 2008 წელს ვიხილე აღარასოდეს აღარ მეხილა და იგივეს ვუსურვებ ყველას ვინც კი ამ ბლოგს კითხულობს/წაიკითხავს/არ წაკითხავს და ა.შ. მოკლედ ყველას ყველას ყველას :) :)

აბა კიდევ ერთხელ ყველას გილოცავთ ახალ წელს :)

ტეგები:

ქართველი პროგრამისტები მსოფლიო ჩემიპიონატის ფინალში!

ტექნოლოგიების სფეროსა და საქართველოს შორის იმდენად სპეციფიური კავშირია რომ ძნელია რაიმემ გაგახაროს ან ინტერესი გაგიღვიძოს :D მაგრამ ახალგაზრდა თაობა აშკარად მუხლჩაუხრელად შრომობს და უკვე მნიშნველოვან წარმატებებსაც აღწევენ. მაშ ასე, ქართველი პროგრამისტები კერძოდ კი:

Tbilisi SU 1 (Bogdanov, Jimsheleishvili, Lekveishvili)

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არიან რომელიც 2009 წლის აპრილში ჩატარდება შვედეთის ქალაქ სტოკჰოლმში.

ვულოცავ გუნდის ყველა წევრს და მთელი გულით ვგულშემატკივრობ :)

Update:
დეტალები შეგიძლიათ იხილოთ გიორგი ლეკვეიშვილის ბლოგზე

ტეგები: