პოსტები ტეგით “Uncategorized”

Google Trip

მოკლედ დღეს გამთენიისას დავბრუნდი კრაკოვიდან, სადაც გუგლს ვსტუმრობდი. სტუმრობის მიზეზი ზედმეტად საქმიანი და მოკლე ვადებში გაწერილი იყო ასე რომ ბევრი რამ რასაც ვგეგმავდი ვერ მოვასწარი.

ვინც არ იცის მათთვის: სექტემბრის დასაწყისში CV გავუგზავნე გუგლს რაზეც გამომეხმაურნენ, სატელეფონო ინტერვიუ დამინიშნეს და დაახლოვებით 10 დღეში დამიკავშირდნენ. სატელეფონო ინტერვიუ ძალიან საინტერესო იყო, დეივი, ინჟინერი ნიუ იუორკიდან ძალიან გახსნილი, მხიარული და ენაწყლიანი პიროვნება აღმოჩნდა :) დაახლოვებით 50 წუთიანი ტექნიკური ინტერვიუს შემდეგ მითხრა რომ მეც შემეძლო შეკითხვების დასმა. ჩემს შეკითხვებს ამომწურავად და ხალისით უპასუხა :) ბოლოს დავემშვიდობეთ ერთმანეთს და მითხრა, რომ, ამ ინტერვიუს შესახებ დაწერდა ანგარიშს და ერთი კვირის განმავლობაში პასუხს შემატყობინებდნენ… მეორე საღამოს დამირეკეს… უშუალოდ პოლონეთის, კრაკოვის ოფისიდან და გამესაუბრნენ. საბოლოო ჯამში შემომთავაზეს ე.წ. face to face ინტერვიუზე ჩასვლა გუგლის ოფიში. რა თქმა უნდა ხარჯები მთლიანად გუგლმა აიღო თავის თავზე. სრულად »

ტეგები:

Fring for iPhone B-)

Fring Photoთუ თქვენ გიყვართ ჩატაობა, რამდენიმე IM კლიენტით სარგებლობთ და Skype – ს მეშვეობითაც ხშირად რეკავთ. ამავე დროს ხართ iPhone – ს ბედნიერი მფლობელი და კომუნიკაციის მსგავსი შესაძლებლობა გაკლიათ სწორედ თქვენთვის არის ეს შესანიშნავი პროდუქტი :D

პირველი აბზაცით მიხვდით ალბათ როგორი “ნიჭიერი” ფიარის ოსტატი ვარ :P

რაც შეეხება თემას, რამდენიმე დღის წინ ტექკრანჩზე წავიკითხე ამ შესანიშნავი პროდუქტის შესახებ რომელსაც სახელად ჰქვია Fring.

რა არის Fring და რისთვის გამოიყენება იგი? მოკლედ რომ ვთქვათ:

Fring supports Skype, MSN Messenger, Google Talk, ICQ, SIP, Twitter, Yahoo and AIM services.

ამ შესანიშნავი პროგრამული პროდუქტის მწარმოებელმა კომპანიამ სულ რამდენიმე დღის წინ დაასრულა iPhone – ს ვერსიის ტესტირება და Fring – ის პირველი პრერელიზ ვერსია შესთავაზა მომხმარებლებს.

ეხლახანს მოვიცალე და დავაინსტალირე, მართლაც შესანიშნავად მუშაობს. მართალია ჯერ Skype არ გამიტესტავს, მაგრამ სხვა მესინჯერები არაჩვეულებრივად მუშაობს.

თუ გადაწყვეტთ დაინსტალირებას, გაითვალისწინეთ რომ თქვენი ტელეფონი უნდა იყოს გატეხილი, თუმცა საქართველოსთვის ეს გაფრთხილება ყოვლად ზედმეტია :P

ინსტალაციის ინსტრუქცია კი შეგიძლიათ იხილოთ აქ :)

ტეგები: , ,

ყველაზე ამაზრზენი თემა Apple Mac – ზე

ყველას კარგად მოეხსენება რომ, Apple მართლა კარგ და დახვეწილ პროდუქციას აწარმოებს. ასევე დიდი ხანია აღიარებული ფაქტია რომ Apple – ს პროდუქციას გარკვეულწილად ელიტური ნიშა უკავია, და ამ პროდუქციის მომხმარებლებიც მეტნაკლებად ელიტიზმის სენით არიან შეპყრობილნი…

ეს ყველაფერი კარგი და სასიამოვნო, ამაში სიმართლე ითქვას ცუდს ვერაფერს ვხედავ… მითუფრო მეც Apple – ს პროდუქციის მომხმარებელი ვარ და ჩემს არსენალში არის ამ მწარმოებლის რამდენიმე “გაჯეტი”… თან გულწრფელად ვაღიარებ რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროდუქტებით, ძალიან მომწონს და მომავალშიც გავაგრძელებ ამ კომპანიის პროდუქციის მოხმარებას…

ახლა რაც შეეხება პოსტის სათაურშე გაჟღერებულ “ამაზრზენ თემას”.. ჩემის აზრით, და პირადად ჩემთვის მსგავსი დამოკიდებულება ნებისმიერი კომპანიისადმი და მითუმეტეს მათი პროდუქტებისადმი მიუღებელია და რატომღაც ყოველთვის აგრესიას და არასასიამოვნო განცდებს იწვევს :D

თავად რაც შეეხება თემას, გთხოვთ დატკბით B-)

Macintosh-ის ცნობილი ქართველი მომხმარებლები, პოლიტიკოსები, სპორტსმენები, კულტურისა და ხელოვნები

ნამდვილად ვერ ვხვდები, და ალბათ ვერც ვერასოდეს ვერ მივხვდები რას ემსახურება ასეთი ტიპის თემები… ამითი Apple და მისი პროდუქტები გაუმჯობესდებიან? თუ ეს ტროლიზმსა და სნობიზმში გადაზრდილი ე.წ. “ელიტიზმი” რაც უფრო ხაზგასმული იქნება მით უკეთესები და “ელიტურები” გავხდებით Apple – ს პროდუქციის მომხმარებლები? :D არ ვიცი… ნამდვილად ვერ ვხვდები ამას :D

და რა იმით რომ “ცნობილი ქართველები” MacBook – ებით ან iPhone – ბით არიან აღჭურვილნი? ამაყი უნდა გავხდე იმ ფაქტით რომ თურმე ნუ იტყვი ნუ ჩვენი პრეზიდენტი, გიორგი მაისაშვილი ან რომელიმე ფეხბურთელი რომელსაც დიდ პატივს ვცემ MacBook – ს იყენებს?

მართლა კერქი რა :D

ბოლოსიტყვაობასავით, ვიტყვი რომ, თუ რომელიმე ამ კომპანიის ასეთი თაყვანისმცემელი წააწყდება ამ პოსტს, ნუ მოგერიდებად და თამამად დააფიქსირეთ თქვენი აზრი, ზედმეტად დემოკრატიული ბუნების ვარ იმისათვის რომ ამ თემაზე კომენტარები დავხურო…და მაინც, ყოველი შემთხვევისთვის მოგიწოდებთ კორექტულობისკენ :P

ასევე, გთხოვთ ყველას, ვინც არ ხართ Apple – ს კლიენტი, და თქვენშიც აგრესიას იწვევს მისი და მისი პროდუქტებისადმი ასეთი ტიპის დამოკიდებულება, აზრის დაფიქსირების შემთხვევაში იყავით კორექტულნი. :D

P.S.
თამამად შეგიძლიათ გააკრიტიკოთ ჩემი ქართული, არც ამის გამო “დავიგრუზები” :) :) :)

ტეგები: , ,

Code.ge Hacked – სიზარმაცე ისჯება! :D :D :D

Fuck You “Hacker” :P

რა უნდა ვთქვა? ბლოგი დამიხაკერეს… კიდევ მარტივად გადავრჩი დიდი მადლობა ვანოს(Crusader)..

ესე იგი ასეთი რამ მოხდა, ჩემი მეგობარი ვანო, კითხულობდა ამ გვერდს: http://www.code.ge/geokbd და ჩატში მომწერა რომ ტექსტში რამდენიმე ორთოგრაფიული შეცდომა მქონდა. მაშინათვე შევედი იმ გვერდზე და ჩემდა გასაოცრად ადგილზე აღარ დამხვდა :D :D :D

პირველი რაც გავაკეთე, გავხსენი კონტროლ პანელი და აღმოვაჩინე რომ, გვერდი საერთოდ წაშილილი იყო. შედმეგ ვანოს ვთხოვე რომ ტექსტი დაეკოპირებინა და გამოეგზავნა ჩემითვის. მაგრამ რად გინდა? გვერდი ვეღარ შევქმენი… მაშინათვე გულმა მიგრძნო რაშიც იყო საქმე და პრობლემის ძებნა დავიწყე…

აღმოჩნდა რომ WordPress – ის ერთერთი 6 თვის წინანდელი ექსპლოიტი გამოიყენეს ჩემი ბლოგის მიმართ :D :D საბედნიეროდ ე.წ. “ჰაკერმა” დიდი ზიანის მოყენება ვერ მოასწრო… საიტი მაშინათვე გამოვრთე და ბოლო განახლება დავაყენე…

ერთი უნდა აღინიშნოს რომ ჩემი თავი მე თავად დავაზარალე, რადაგნ განახლება არ გამიკეთებია ერთი წელიწადი… და ამ ნაჩქარევი განახლების დროს uploads საქაღალდე წამეშალა შემთხვევით მთელი ატვირთული სურათებითურთ :D მაგრამ სერვერის ადმინისტრაციამ ჩემდა საბედნიეროდ აღმიდგინა :)

ასე რომ, განაახლეთ თქვენი ინსტალაციები რომ ჩემნაირი შეცდომა არ გაიმეოროთ :) სრულად »

ტეგები:

I’ll be back B-)

მივესალმები ჩემი ბლოგის მცირერიცხოვან და ჩემგან უყურადღებოდ მიტოვებულ მკითხველს!

გარკვეული (პირადი)მიზეზების გამო საერთოდ ვეღარ ვუთმობ დროს ბლოგს და ჩემთვის ძალიან საინტერესო საქმიანობას. სულ ცოტაც და მე დავუბრუნდები ბლოგს ბევრი და საინტერესო მასალით :)

ყველას გთხოვთ მომიტევოთ უყურადღებობა, როგორც კომენტარების ავტორებს რომელთა მოდერირება ასე დამიგვიანდა, ასევე GeoKBD – ს მომხმარებლებს. სულ ცოტა ხანიც და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება :)

დიდი მადლობა კეთილი კომენტარებისათვის, I’ll be back B-)

ტეგები:

რატომ არ ბლოგერობენ ქართველი დეველოპერები?

ბოლო პერიოდია ხშირად ვფიქრობ საკითხზე თუ რატომ არ უყვართ/აქვთ ქართველ დეველოპერებს ბლოგები? ბოლო რამდენიმე წელიწადია ბლოგერობა ძალიან პოპულარული გახდა დასავლეთში… ანუ იქ სადაც ინტერნეტი თავის მომხმარებლებითურთ საგრძნობლად წინ არის ე.წ. ჯინეტზე. ძალიან ბევრ დეველოპერს აქვს შესანიშნავი ბლოგი, რომლებიც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების/მიღების ერთერთი საუკეთესო ინსტრუმენტია დღევანდელი გიჟური რიტმის მქონე ცხოვრებაში… არსებობს უამრავი პრობლემატური საკითხი რომლებზეც პასუხის პოვნა ხშირ შემთხვევაში მომენტალურად შესაძლებელია Google – ს მეშვეობით… და ასეთ კითხვებზე პასუხს ხშირად ვიპოვით ბლოგებზე.

რა გვჭირს აქ საქართველოში? რატომ არ გვიყვარს ადგილობრივ დეველოპერებს ბლოგერობა? ვერაფრით ვერ ვუპოვე ამ კითხვას პასუხი.. ერთადერთი ის დამრჩენია რომ ვივარაუდო, მაგრამ ვარაუდებიც არაერთგვაროვანი და ბუნდოვანია… ჩემი პირადი გამოცდილების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ საკმაოდ გამიჭირდა ბლოგერობის დაწყება… მაგრამ დავიწყე და მინდა ვაღიარო ძალიან აზარტული საქმიანობა აღმოჩნდა… გარდა იმისა რომ ვგრძნობ ჩემი ზოგიერთი პოსტი სასარგებლოა ამ ბლოგის მციერე რაოდენობის მკითხველებისათვის, ასევე ვატყობ რომ ძალიან ბევრ საკითხს რომელსაც ვეხები აქ, უფრო კარგად ვეუფლები და უფრო საფუძვლიან წარმოდგენას ვიქმნი… ანუ სარგებელი ორმხრივია.

დღეს ვეძებდი და სულ თითზე დასათვლელი ტექნიკური ტიპის ბლოგები ვიპოვე:

  • http://www.code.ge/ – თქვენი მონა მორჩილის ბლოგი;
  • http://www.way2web2.com/ – რომელიც სულ ახლახანს გაიხსნა;
  • http://www.tutorials.ge/ – რომელიც გარკვეული პერიოდია არსებობს და ჩემის აზრით დამწყებთათვის კარგი ადგილია გარკვეული ცოდნის მისაღებად;
  • http://www.freshblurbs.com/ – ძალიან მაღალი დონის ბლოგია, თუმცა არაქართულენოვანი;
  • http://www.about.ge/blog/ – ზოგადი ტექნიკური ბლოგი
  • http://blog.gogelia.ge/ – ბლოგი Apple – ს შესახებ

არც თავად ბლოგებია ბევრი, და არც მათზე განთავსებული მასალა არის უხვად. არადა ყოველ ჩამოთვლილ ბლოგზე გარკვეული ტიპის სასარგებლო ინფორმაციის მიღება შეიძლება.

მაშ რატომ არ ბლოგერობენ ქართველი დეველოპერები? ალბათ ამის არგუმენტი იქნება დრო რომელიც ასე ძვირი ღირს… მაგრამ მერწმუნეთ თვეში სამი/ოთხი პოსტის გაკეთება არცთუ დიდი დროს მოითხოვს :)

ასე რომ ქართველო დეველოპერებო, მოგიწოდებთ!!! იბლოგერეთ!!! :D თითოეულ ჩვენგანს ხომ გარკვეულწილად უნიკალური ცოდნა გააჩნია? ზოგიერთს კი ისეთი ცოდნა აქვს რომელიც ნებისმიერ დასავლურ კომპანიაში მომუშავე სუპერპროფესიონალს შეშურდება? რა ჯობია ამ ცოდნის გადმოცემას და სხვებისთვის გაზიარებას? :)

ტეგები: