პოსტები ტეგით “XHTML”

Jetpak – დამატებების ახალი სისტემა Mozilla – სგან

jetpack_logo საერთოდ ცნობილია რომ კონკურენცია ძალიან კარგი რამ არის. ამ მტკიცებულების სისწორის კიდევ ერთი ძალიან კარგი მაგალითი გვაქვს სახეზე კერძოდ კი Google Chrome – სა და Mofilla Firefox – ის ე.წ. extension – ების სისტემების სახით.

მოგეხსენებათ რომ Google Chrome ძალიან ახალი ბრაუზერია რომელიც გასული წლის სექტემბრის დასაწყისში მოევლინა სამყაროს. მიუხედავად მისი ინოვაციურობისა მისი კრიტიკის ერთერთ მთავარ მიზეზად იქცა FF – ის მსგავსი დამატებების სისტემის არ ქონის გამო.

ცხადია ასე პირველივე დღიდან ყველაფერის ჩადებას ვერ მოახერხებდა Google თავის ახალ ბრაუზერში, თუმცა, როგორც მალე გაირკვა შეჩერებასაც არ აპირებდა. სულ რამდენიმე თვეში გამოჩნდა პირველი პროპოზალი რომელიც Chrome – ს დამატებების პლატფორმას შეეხებოდა. თუმცა ამ პროპოზალში ერთმა მეტად საგულისხმო დეტალმა გაიჟღერა – განსხვავებით FF – ის ანალოგიური სისტემისგან Chrome – ს დამატებების შესაქმნელად საკმარისია მხოლოდ HTML/CSS და JavaScript. არავითარი XUL, არავითარი რთული XML კონფიგურაციის ფაილები დამატების ინსტალაციისათვის და ა.შ.

Google – ს ეს გდაწყვეტილება ჩემთვის პირადად გაცილებით მისაღები იყო რადგან XUL – ის ვერანაირ აუცილებლობას ვერც FF – ში ვხედავდი მანამდე და სიმართლე ითქვას ვერც დღეს ვერ ვხედავ… თუმცა არც Mozilla – მ დააყოფნა და დღეს უკვე შემოგვთავაზა FF – ის დამატებების შექმნის ახალი მექანიზმი. კერძოდ კი Jetpak!

ციტატა პროექტის საიტიდან:

In short, Jetpack is an API for allowing you to write Firefox add-ons using the web technologies you already know.

რითია საინტერესო Jetpak? პირველ რიგში ისევე როგორც Crhome – ს შემთხვევაში, Jetpak – ის შემთხვევაშიც დამატების შესაქმნელად საკმარისია მხოლოდ HTML/CSS და JavaScript. ამ შემთხვევაშიც არავითარი XUL და რთული XML კონფიგურაციის ფაილები. ასევე არავიტარი ბრაუზერის გადატვირთვა დამატების ინსტალაციის შემდგომ და რაც ყველაზე ყველაზე ყველაზე მნიშვნელოვანია დეველოპმენტის პროცესში შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი არსებული ინსტრუმენტული საშუალებები და Firebug დებაგირებისათვის რაც არსებულ მოდელში პრაქტიკულად შეუძლებელია. ასევე jQuery – ს მოყვარულთათვის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია რომ ეს ბიბლიოთეკა ნაგულისხმევად არის ჩადებული Jetpak – ში, რაც კიდევ უფრო გაამარტივებს დამატებების პროგრამირებას.

მართალია დასრულებამდე და საყოველთაო გავრცელებამდე კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი Jetpak – ს, თუმცა მისი გამოყენება უკვე შესაძლებელია. ასე რომ თუ არ გეზარებათ შეგიძლიათ დააინსტალიროთ და დამატებების წერასაც შეუდგეთ :)

ტეგები: , , , ,

მარტივი XPath რეალიზაცია JavaScript – ში

ვებ დოკუმენტის (ან მისი რომელიმე ნაწილის) კლიენტის მხარეს დამუშავებისას გარდაუვალია დოკუმენტის ელემენტებთან მუშაობა. დღესდღეობით დოკუმენტის ელემენტებთან მუშაობის ორი ყველაზე გავცელებული ე.წ. DOM ფუნქცია არსებობს ერთი ესენია: 1) document ობიექტის getElementById(“element-id”) მეთოდი რომელიც აბრუნებს ელემენტს მითითებული უნიკალური იდენტიფიკატორით (ელემენტის id ატრიბუტის მნიშვნელობა); 2) ელემენტის getElementsByTagName(“tagname”) მეთოდი რომელიც აბრუნებს ელემენტის ქვემდგომ იერარქიაში არსებულ ყველა “tagname” პარამეტრის შესაბამის ელემენტს.

აღნიშნული ორი მეთოდი საკმაოდ ეფექტურად მუშაობს მარტივ შემთხვევებში თუმცა არსებობს რამდენიმე უარყოფითი დეტალიც:

  1. შეუძლებელია (და არც არის სასურველი. იხ. CSS სელექტორების მინიმიზაცია) რომ დოკუმენტში ყველა ელემენტს გააჩნდეს უნიკალური იდენტიფიკატორი;
  2. გამომდინარე პირველი მიზეზიდან ყოველთვის როდესაც კი დაგვჭირდება ელემენტის ქვეშ მყოფი რომელიმე ელემენტის მოპოვება მისი ტეგის დასახელების მიხედვით გვიწევს უამრავი არასაჭირო იტერაციის განხორციელება;

სრულად »

ტეგები: , ,

ცოტა რამ (X)HTML დოკუმენტის სემანტიკის შესახებ

სწორად აგებული ვებ დოკუმენტის უმთავრესი დეტალი სტრუქტურასა და ლოგიკასთან ერთად არის სემანტიკურად სწორი (X)HTML კოდი. რას ნიშნავს სემანტიკურად სწორი კოდი? პირველ რიგში თავად ამ სიტყვის განმარტება ლექსიკონის მიხედვით:

semantics |səˈmantiks|

plural noun [usu. treated as sing. ] the branch of linguistics and logic concerned with meaning. There are a number of branches and subbranches of semantics, including formal semantics, which studies the logical aspects of meaning, such as sense, reference, implication, and logical form, lexical semantics, which studies word meanings and word relations, and conceptual semantics, which studies the cognitive structure of meaning.
the meaning of a word, phrase, sentence, or text : such quibbling over semantics may seem petty stuff.

Google – ს მიერ შემოთავაზებული განმარტება:

Intended meaning. In computing, semantics is the assumed or explicit set of understandings used in a system to give meaning to data.

ყველასათვის კარგად ცნობილია (X)HTML ენა წარმოადგენს ტეგების კრებულს. ტეგების უდიდეს ნაწილს(თუმცა არა ყველას) გააჩნია სემანტიკური(აზრობრივი) დატვირთვა და სწორად ასეთი ტეგების გამოყენებით იქმნება სემანტიკურად სწორი დოკუმენტი. რას ნიშნავს ეს? სრულად »

ტეგები:

ცოტა რამ (X)HTML – ს შესახებ

(X)HTML დოკუმენტის სწორი ფორმირება და მისი სემანტიკა თანამედროვე ვების ერთერთი მთავარი და განუყოფელი დეტალია რომელიც რატომღაც 99% შემთხვევაში საერთოდ უგულებელყოფილია და არ ექცევა სათანადო ყურადღება.

მთავარი პრობლემა მდგომარეობს იმაში რომ ვებ დოკუმენტების აგება საფუძველშივე არასწორად ხდება რადგან პირველ რიგში დოკუმენტის წარმოდგენა და დაგეგმვა ხდება მისი ვიზუალური დატვირთვის მიხედვით და მის კორექტულობას არ ექცევა სათანადო(უფრო ხშირად კი არანაირი) ყურადღება. სრულად »

ტეგები:

table ელემენტის სასარგებლო დეტალები

table ელემენტი ბევრად უფრო სასარგებლო და მოქნილი აღმოჩნდა ვიდრე პირადად მე მეგონა. ერთერთ პოსტში ვისაუბრე thead, tfoot და tbody ტეგებზე, თუმცა ამჯერად table ელემენტის სხვა დეტალებზე შევაჩერებ ყურადღებას, კერძოდ: caption, colgroup, col და tbody ელემენტის გამოყენებაზე. სრულად »

ტეგები:

CSS rollover ეფექტი JavaScript – ის გარეშე

rollover ეფექტი ვებ საიტებისა თუ ვებ აპლიკაციების დიზაინში ხშირად გამოყენებადი ელემენტია. განსაკუთრებით ხშირად იგი გამოიყენება ნავიგაციის მენიუებში, თუმცა არც სხვა შემთხვევები წარმოადგენს გამონაკლისს. წლების წინ როდესაც CSS – ის მხარდაჭერა არასრულყოფილად იყო რეალიზებული ბროუზერებში ამ ეფექტის მიღწევის ერთადერთი გზა იყო JavaScript.
სრულად »

ტეგები: ,