ამ რამდენიმე დღის წინათ გაიხსნა კიდევ ერთი ქართული ბლოგი რომელიც ზოგადად ვებ სკრიპტინგთან(და არა მარტო) არის დაკავშირებული. ძალიან ძალიან სასიხარულოა ჩემთვის ეს ფაქტი, რადგან რაც მეტი იქნება ასეთი ტიპის რესურსები მით უფრო ეფექტურად მოხდება ცალკეული დეველოპერების მიერ დაგროვილი გამოცდილებისა და ცოდნის ერთის მხრივ გაცვლა, ხოლო მეორეს მხრივ სხვა დაინტერესებული პირებისათვის მიწოდება.
ის თემატიკა რაც აღნიშნულ ბლოგზე განიხილება უცხო და თითქმის უცნობია ქართული ვებისათვის და ჩემის აზრით დროული და საჭირო იყო ასეთი ტიპის რესურსის გახსნა.
თამამად შემიძლია ამ რესურსისათვის რეკომენდაციის გაწევა ამ სფეროს ნებისმიერი რანგის მოღვაწისათვის.
ვულოცავ მის ავტორს ამ პროექტის დაწყებას და გულით ვუსურვებ წარმატებებს!
ENJOY: http://www.way2web2.com/
ტეგები: News
დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის