WebKit Patch: ჩემი მცირე წვლილი ბრაუზერების განვითარების ისტორიაში

webkit-logo რამდენიმე თვის წინ აღმოვაჩინე რომ FireFox – ის მორიგ განახლებაში დაუმატებიათ ახალი ფუნქციონალობა. კერძოდ კი JavaScript – ის String ობიექტს დაამატეს trim(), trimLeft() და trimRight() მეთოდები. ნებისმიერი პროგრამისტისთვის ცნობილია ამ მეთოდების დანიშნულება და მათი აუცილებლობა სტრიქონული ტიპის მონაცემებთან სამუშაოდ, შესაბამისად არც მე შეგაწყენთ მათი დეტალური განხილვით თავს :)

ECMAScript 5 სპეციფიკაციში განსაზღვრულია ახალი trim() მეთოდი, თუმცა Mozilla – ს გუნდი უფრო შორს წავიდა და დაამატა ორი ახალი, არასტანდარტული მეთოდი: trimLeft() და trimRight().

ამ მეთოდების აღმოჩენისა და გარჩევის შემდეგ შევეცადე მეპოვნა იგივე მეთოდები სხვა ბრაუზერებში და აღმოვაჩინე, რომ, იმ მომენტისათვის სხვა არცერთ ბრაუზერში მსგავსი რამ არ არსებობდა მათ შორის არც WebKit – ზე დაფუძნებულ ბრაუზერებში(Safari, Chrome). გამომდინარე იქედან რომ WebKit მიმაჩნია საუკეთესო ბირთვად დავინტერესდი შევძლებდი თუ არა ჩემით მსგავსი ფუნქციონალობის რეალიზებას. რამდენიმე საათიანი წვალების შემდეგ მივაღწიე იმას რომ უკვე ხელთ მქონდა WebKit – ის ე.წ. custom build რომელიც აღჭურვილი იყო მოზილას მსგავსი ფუნქციონალობით.

ამ ფაქტით გამხნევებულმა გავარჩიე დოკუმენტაცია მოვამზადე პატჩი და გავუგზავნე WebKit – ის გუნდს. რა თქმა უნდა ამ ფაქტს მოყვა შესაბამისი განხილვა და კოდის უამრავი მოდიფიკაცია, საბოლოო ჯამში მივიღეთ სრულებით სახეცვლილი კოდი რომელიც რამდენიმე თვის დაგვიანების შემდეგ როგორც იქნა ჩადეს WebKit – ის ძირითად კოდში. მართალია ჩემი უყურადღებობისა თუ სხვა მიზეზების გამო კოდის ამ განახლებაში ჩემი სახელი და გვარი არ ფიგურირებს თუმცა ცვლილებას თნ აქვს დართული მთელი დისკუსია შესაბამისი კოდებით რაც მაძლევს იმის თქმის უფლებას რომ WebKit – ში ამ ფუნქციონალობის დამატება ჩემი დამსახურებაა და ნამდვილად არ მეთაკილება ამის თქმა :D

ამ ფაქტმა ძალიან გამახარა იმიტომ, რომ, აქედან მოყოლებული ნებისმიერი ბრაუზერი რომელიც იყენებს აღნიშნულ ბირთვს(Safari, Chrome, iPhone Safari, Android Browser და სხვა) ყველა აღჭურვილი იქნება იმ ფუნქციონალობით რომელშიც წვლილი მიმიძღვის, ჩემთვის როგორც დეველოპერისთვის ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია არ დამზრახავთ ამ სიხარულისთვის! :)

კოდში შეტანილი ცვლილებები: http://trac.webkit.org/changeset/49423
დისკუსია პატჩის გარშემო: https://bugs.webkit.org/show_bug.cgi?id=26590
WebKit – ის ბილდი აღწერილი ფუნქციონალობით: http://nightly.webkit.org/

13 Responses to “WebKit Patch: ჩემი მცირე წვლილი ბრაუზერების განვითარების ისტორიაში”

  1. ვახ თან C-ში წაგიმუშავია :D , მაგარია ტაკ ძერჟაც ;)

  2. გაიხარე გიო! წამუშავებისა რა გითხრა მაგრამ ვეცადე მაინც :) :)

    C – ში კი არა ისეთი როზგი მაქვს ახლა სამსახურში PHP უკან არ მომრჩეს მეშინია :D

  3. ძალიან მაგარია!
    ჩვენ შენით ვამაყობთ!

  4. Toto says:

    ვახ ვახ, საღოლ კარგია. გამიხარდა.

  5. @დელფი, @ტოტო

    გაიხარეთ! დიდი მადლობა :)

  6. @იოსები
    PHP რა პონტში უნდა მოგრჩეს უკან :^), არ თქვა ჯავაზე გადავედიო :D

  7. @ლეკვა

    არა რა ჯავა? მწყევლი კაცო? :D

    რაღაცა მაქვს უბრალოდ მოსასწრები და ეგ არის :D

  8. @იოსები
    კიდე კაი დავმშვიდდი ცოტა :D

  9. საშკა says:

    მაიცა მაიცა ჯავა რა? :წარბ აწეული სმაილი:? :D :D

  10. mad-girl says:

    titkmis veraperi gavige:D magram carmatebas ro miagcie mivxvdi:D:D gilocav:)

  11. გოდე says:

    ვაააა :) აი მალადეც! ვამაყობთ შენით სოსო :)

  12. @გოდე

    სენქ ჲუ სენქ ჲუ ;)

  13. Otto says:

    Respect! :)

დატოვე კომენტარი:

ქართული კლავიატურა, ჩართვა/გამორთვა კლავიშით "~"