დღეს YouTube – მ დასტარტა ახალი სევერისი YouTube EDU. ეს არის შესანიშნავი საგანმანათლებლო რესურსი რომელზეც უკვე შესაძლებელია არაერთი შესანიშნავი ლექციისა თუ ლექციების კურსის ნახვა.
ძალიან გამეხარდა და მომეწონა რომ აღნიშნულ რესურსზე წარმოდგენილია ისეთი მოწინავე ტექნოლოგიური უნივერსიტეტების სასწავლო მასალა როგორიც არის მაგ. MIT.
ძალიან დიდი დრო არ დამიხარჯავს, თუმცა მოვასწარი MIT – ის გვერდზე განთავსებული კურსის MIT 6.046J / 18.410J Introduction to Algorithms (SMA 5503) პირველი ლექციის მოსმენა და მინდა გითხრათ რომ უსაზღვროდ მომეწონა. საოცარი ლექტორია საოცარი გადმოცემის უნარითა და ლექციის წაყვანის მანერით.
გარდა მაგ კურსისა თუ დაძებნით სხვა უამრავ საინტერესო მასალასაც მიაგნებთ.
enjoy
ტეგები: Uncategorized
მაგარია.
ეგ ლექტორი – ლეიზერსონი, introduction to algorithms–ის ერთერთი ავტორია, ცნობილი ვირებიანი წიგნის
…ვიდეოში როგორც ჩანს ახალ გამოშვებას თურმე აღარ ახატია ვირი.
@მიშა
კი ახალ გამოცემას ნამდვილად არ ახატია ვირებიტ
სხვათაშორის ძალიან კარგი წიგნია. სხვა ალგორითმების სახელმძღვანელოებთან შედარებით ძალიან ჩამოყალიბებული და გასაგები ენით წერია ყოველგვარი ზედმეტი იწილო ბიწილოს გარეშე.
ნოუ კომენტს…
@იოსები
@მიშა
კი ეგ ძაან მაგარი წიგნია.
მე სტენფორდის Programming Paradigms-ის კურსს ვუყურებ, ახლახანს მოვრჩი 9ე ლექციას და სასტიკად მომივიდა გული. ამ ლექციების ყურების მერე როგორ შეიძლება ვინმემ თქვას რო თსუ-ში(კონკრეტულად 9ე სართულზე, სხვაგან რა ხდება არ ვიცი) რაიმეს მართლა ასწავლიან საერთოდ, სირცხვილია უბრალოდ (მიშა შენ არ გეხები
). და არც არავინ ადარებს ალბათ ამ ორ რაღაცას ერთმანეთთან
.
@ლეკვა
გეთანხმები ყველაფერში, მაგრამ წლებთან ერთად მივხვდი რომ თუკი რამეს გასწავლიან (ავად თუ კარგად) უნდა შეეცადო ისწავლო და მაქსიმუმი გამოადნო.
სტენფორდი და ემაითი რომ სხვა პლანეტებია საქართველოსთან შედარებით მაგას არ უნდა ბევრი მტკიცება, მაგრამ რახან ასეთი ღვთისნიერი საქმე ქნეს ის მაინც არ გვექნება სათქმელი რომ მასალა არ არისო
ხოდა ვისაც არ ეზარება და საკუთარი ცოდნის დახვეწა უნდა მაგ ვიდეოებსაც ჩაუჯდება და თანმხლებ წიგნებსაც. ვისაც არ უნდა ის ვერც მაღლივში და ვერც მაგ ლექციებიდან ისწავლის რამეს
ისე კარგია რომ თქვი მაგ კურსის შესახებ, ყველაფრის ყურება ერთბაშად შეუძლებელია და თუკი რამეს ნახავ(სხვებსაც უმორჩილესად ვთხოვ იგივეს) გაგვიზიარე შთაბეჭდილებები.
მე იმ კურსს ვუყურებ ჯერჯერობით რომელიც პოსტში აღვნიშნე და მინდა ვთქვა მეორე, ახალგაზრდა პროფესორი რომ არის ცოტა არ მომწონს
თუმცა ჩემთვის ბურუსით მოცულ ბევრ საკითხს ნათელი მოეფინა
მე მითხრეს ემგეუში ასწავლიანო პროგრამირებასო. “იმინა” ემაიტი და სტენფორდი ვინ ფეხებიაო. რაღაც ენა ყოფილა პროგრამირების, მარტო რუსეთშია ცვეტშიო, პასკალი თუ რაღაცა. სულ იმით ასწავლიან თურმე.
კაროჩე “ამერიკანცი დურაკი” რა.
@ირაკლი
მართალი ხარ, 100% – ით გეთანხმები
ტეხავს რომ მაღლივში ინგლისურად არ კითხულობენ ლექციებს თორე გადავუღებდი და დავდებდი იქ
პ.ს ვინმემ თუ დააპირებთ წინასწარ დაწერეთ აქ